Jimsher-ი Whisky Festival Graz-ზე

22-23 მარტს Jimsher-მა მონაწილეობა მიიღო, ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართულ ვისკის ფესტივალზე Whisky Festival Graz, სადაც პირველი ქართული ვისკის სრული ასორტიმენტი წარადგინა.
ფესტივალის სტუმრებმა პირველად აღმოაჩინეს Jimsher-ის უნიკალური არომატები, რომლებმაც დიდი დაინტერესება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ ქართული მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის წარმოჩენის შესაძლებლობა საერთაშორისო არენაზე გვაქვს.
მადლობა Whisky Festival Graz-ის გუნდს ფესტივალის ორგანიზებისთვის და Tbilisi’s Whisky Festival-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის.