სიახლეები

Tbilisi’s Whisky Festival 2025

Tbilisi's Whisky Festival 2025
Tbilisi's Whisky Festival 2025

პირველი ქართული ვისკი JIMSHER Tbilisi’s Whisky Festival 2025-ზე, რომელიც წელს განსაკუთრებული ინტერესითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.
ფესტივალზე პირველი ქართული ვისკი JIMSHER სრული ასორტიმენტით იყო წარმოდგენილი, რომელმაც დამთვალიერებლების დიდი ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა JIMSHER დისტილერიის პირველ Single Malt კატეგორიის ვისკის SYMPHONY, რომლის დეგუსტაციის შესაძლებლობა ექსკლუზიურად ფესტივალის სტუმრებს მიეცათ.

ორი დღის განმავლობაში ღონისძიებას 4000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია – ვისკის მოყვარულები, დარგის პროფესიონალები და უბრალოდ ის ადამიანები, ვისაც სურდა ახალი გემოებისა და შთაბეჭდილებების აღმოჩენა.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვესტუმრა თბილისის ვისკის ფესტივალზე და დააგემოვნა პირველი ქართული ვისკი – ჩვენი გემოსა და ხარისხის სიმბოლო.