სიახლეები

Wine Expo 2025

Wine Expo 2025

კომპანია ქართველმა მონაწილეობა მიიღო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 6-8 ივნისს ექპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც მეღვინეობა ქართველის მრავალფეროვანი ღვინის სელექცია, ასევე — პირველი ქართული ვისკი JIMSHER, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

მადლობას ვუხდით ყველა სტუმარს, პარტნიორსა და ღვინის მოყვარულს, ვინც ეწვია ჩვენს სტენდს და გაიზიარა ქართული გემოების უნიკალური გამოცდილება.